Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო…

რაც დრო გადის, მილანის ნახევარმცველის ფრანკ კესის დამატების მსურველთა რიცხვი იზრდება და ესპანური მედიის ინფორმაციით, ამჯერად კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის გაფორმების სურვილი ბარსელონამ გამოთქვა.

კესის მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ფინანსური უთანხმოების გამო მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. იანვრიდან მოყოლებული, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს კესისთან მოლაპარაკებების წამოწყება მილანის თანხმობის გარეშე შეეძლებათ, კესის კი პრე-კონტრაქტის გაფორმების საშუალება ექნება, მისი ფორმიდან გამომდინარე კი ევროპული გრანდების ინტერესი გასაკვირი არ არის.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა კესის გაფორმებით შერიოზულად ინტერესდება და კონკურენციის თავიდან ასაცილებლად, ბარსელონამ შესაძლოა კესის გაფორმება იანვარშივე სცადოს.