Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კვარაცხელია მილანს კვლავ დაუკავშირეს…

შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შესანიშნავი მატჩის და დუბლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი იტალიურ მედიაში კვლავ აქტუალური გახდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტი ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას კვლავ ყურადღებით აკვირდებიან და არ არის გამორიცხული, მისი გაფორმება სეზონის ბოლოს კიდევ სცადონ.

კვარაცხელია მილანის რადარზე გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოჩნდა, თუმცა რუბინი მის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვდა, ამ თანხის გადახდა კი არც მილანმა და არც სხვა დაინტერესებულმა გუნდებმა არ ისურვეს.