Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

სიმონ კიაერი გასულ სეზონში მილანის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

კიაერის მიმდინარე კონტრაქტი როსონერისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის მილანის რიგებში დარჩება და კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ამ საკითხზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა:

„სიმონი მილანში ბედნიერია, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდში თამაშობს და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩვენ როსონერის ახალ ხელშეკრულებაზე აუცილებალდ გავესაუბრებით და არ მგონია, რომ რაომე პრობლემა შეიქმნას.“