Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი მილანისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს

სიმონ კიაერი ძალიან მალე მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და იტალიური წყაროების ინფორმაციით, როსონერი მას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს და არც ის არის გამორიცხული, რომ დანიელი ფეხბურთელი როსონერის ახალი კაპიტანი გახდეს.

32 წლის ცენტრალური მცველი მილანს სევილიადან 2020 წლის იანვარში, 3,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ძალიან მალე გუნდის ლიდერი და ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდა.

მისი მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით ის როსონერის რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი ხელფასი კი 1.2 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაიზრდება.