Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზას ტრანსფერში ფავორიტი გამოიკვეთა

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ტურინის იუვენტუსი ფედერიკო კიეზასთვის გამართულ რბოლას ლიდერობს.

წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის გაფორმება მილანმა სცადა, თუმცა ფეხბურთელი როგორც სერია ა-ს, ასევე იტალიის საზღვრებს გარედან მიღებულ ყველა წინადადებას ბლოკავს და იუვენტუსის მოლოდინშია…

დი მარციოს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ კიეზამ ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უკვე თქვა, არ არის გამორიცხული, რომ კომისო ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დასთანხმდეს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.