Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს“

ფედერიკო კიეზამ ვერონასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 1 – 1 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

იუვენტუსს ამ მომენტისთვის 46 ქულა აქვს და ხვალ ინტერმა და მილანმა შესაძლოა ტურინულ გრანდთან სხვაობა გაზარდოს, ან სულაც რომამ გადაასწროს და ბიანკონერიმ მე-4 ადგილზე გადაინაცვლოს.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია და სამწუხაროდ საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ და არანაირი ალიბი არ გაგვაჩნია. ახლა ჩვენ მომდევნო მატჩზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რადგან ჩვენ სკუდეტოს მოპოვების კვლავინდებურად გვწამს.

„ჩვენ ვერონას კარგი თამაში უნდა მივულოცოთ, რადგან მათ ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენ გაბრაზებულები ვართ, ლიდერობას ასე არ უნდა ვანიავებდეთ, თუმცა დღეს მეტოქემ ჩვენი დაღლილობით კარგად ისარგებლა,

„რთული გრაფიკის და ტრავმიანობის მიუხედავად, ჩვენ იუვენტუსი ვართ და ასეთ თამაშებს უნდა ვიგებდეთ. ამ მატჩიდან აუცილებლად სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

„დღევანდელი შედეგის მიუხედავად, მეც და გუნდის სხვა წევრებს გვწამს, რომ სკუდეტოს მოპოვება ჯერ კიდევ შეგვიძლია და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“