Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი და დიბალა კვლავ განცალკევებით ვარჯიშობენ…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ჯორჯო კიელინი და პაულო დიბალა ტრავმების გამო კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა კალიარისთან მატჩში გუნდის დახმარება მოახერხონ.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დიბალა და კიელინი, რომლებსაც კუნთის პრობლემები აწუხებთ, გუნდს სავარაუდოდ 6 იანვარს, ნაპოლისთან ჩანიშნულ მატჩში დაუბრუნდებიან, მათთან ერთად კი ბიანკონერის განაცხადში იუვეს კიდევ ერთი ლიდერი ფედერიკო კიეზა მოხვდება.