Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიმ მინ-ჯეს მიმართ ინტერესს 3 გრანდი იჩენს

მიმდინარე სეზონის სტარტზე ნაპოლის რიგებში გადასვლის შემდეგ, კიმ მინ-ჯე სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა და მისი კარგი თამაში არც ევროპულ გრანდებს გამორჩენიათ.

SportItalia-ს ცნობით, 26 წლის კორეელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პსჟ, რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ, რომლებიც მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის – 50 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგები არ არიან.

ნაპოლის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს და კიმის წარმომადგენლებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, რომელშიც გამოსასყიდი პუნქტი საგრძნობლად გაიზრდება, ან საერთოდ გაუქმდება.