Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე ერიქსენის თამაშით უკმაყოფილოა…

კრისტიან ერიქსენის მომავალთან დაკავშირებით ეჭვები სულ უფრო და უფრო მატულობს.Corriere dello Sport -ის მტკიცებით,დანიელმა ფეხბურთელმა კონტესთვის სარუველი თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა.

ერიქსენი ნერაძურის გასულ ზაფხულს,სულ რაღაც 20 მილიონ ევროდ შეუერთდა,რაც მისი რეალური ღირებულების მცირე ნაწილია.ფეხბურთელს ტოტენჰემთან კონტრაქტი ეწურებოდა და ინგლისელები ვალდებულები იყვნენ,რომ ფეხბურთელი იაფად გაეყიდათ.

ერიქსენი კონტეს საყვარელ 3-5-2-ს ვერ მოერგო და იტალიელმა სპეციალისტმა ერიქსენის გამო ტაქტიკა 3-4-1-2-ზე შეცვალა,თუმცა რამდენიმე თამაშის კარგად ჩატარების მიუხედავად,საერთო სურათი უცვლელი რჩება,კონტე მისით უკმაყოფილოა…

სატრანსფერო ფანჯარაზე ანტონიო კონტე გუნდში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და არ არის გამორიცხული,რომ ანტონიო კონტეს მოთხოვნის შემთხვევაში გუნდმა ერიქსენი გაყიდოს.

ერიქსენი დიდი ალბათობით ტორინოს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება,თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ,რომ ბორხა ვალეროს კვირაში ორი თამაშის ჩატარება არ შეუძლია და კონტეს სხვა გზა არ აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *