Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორონა ვირუსის 2 ახალი შემთხვევა სერია ა-ში

სერია ა-მ კორონა ვირუსის 2 ახალი შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა.

პირველი მათგანი ატალანტას იტალიელი ნახევარმცველი მატეო პესინაა, რომელიც დიდი ალბათობით ნაკრებში ყოფნის დროს დაინფიცირდა და მისი ჩათვლით ვირუსი აძურის 8 წევრს დაუდასტურდათ.

ფეხბურთელი საბედნიეროდ ასიმპტომატურია და ის იზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის.

მეორე შემთხვევა კი ნაპოლის უკავშირდება. პარტენოპეიმ იუვენტუსთან მატჩის წინ, რომელიც დღეს არის ჩანიშნული, სავალდებულო ტესტები ჩაიტარა და კორონა ვირუსი გუნდის სამწვრთნელო შტაბის 1 წევრს დაუდასტურდა. საბედნიეროდ სხვა პოზიტიური შემთხვევა გუნდში არ არის.