Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ ვიდალს ფიზიკურად აშკარად უჭირს“

მილანის ყოფილმა უკანახაზელმა არტურო ვიდალის პრობლემაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელმა კროტონეს პენალტი მოაპოვებინა და კონტემ ის პირველი ტიამის შემდეგ შეცვალა.

„ჩემი აზრით, ის ფიზიკურად მზად არ არის და პენალტის ეპიზოდმა ეს კარგად დაგვანახა. მას ჰგონია, რომ 33 წლის ასაკში თავს მაინც კარგად გრძნობს, თუმცა არტურო ადრე ასეთ ბურთზე პირველი იქნებოდა…

„ასეთ ბურთს მის ასაკში ვერც მე მივასწრებდი, თუმცა მე ამას ვხვდებოდი და ვაანალიზებდი.“

ინტერმა მეორე ტაიმში კროტონეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და 6 – 2 გაანადგურა.