Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ ინტერს და მილანს ახალი სტადიონი სჭირდებათ“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ მილანის და ინტერის ახალი სტადიონის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„მე იმ ადამიანების, რომლებიც ახალი სტადიონის მშენებლობას და სან სიროს დემონტაჟს აპროტესტებენ, კარგად მესმის.

„წლების განმავლობაში, მე სან სიროზე უამრავი ემოცია გამოვცადე და იქ ჩემი გულის ნაწილი დავტოვე, მაგრამ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ფაქტია, რომ ახალი სტადიონი მილანს და ინტერს აუცილებლად სჭირდებათ.

„მაგალითისთვის ინგლისი რომ ავიღოთ, საშუალო დონის გუნდებიც კი იტალიურ გრანდებზე გაცილებით მეტ ფულს აკეთებენ, რადგან მათ ახალი კონსტრუქციები და შესაბამისად გაზრდილი შემოსავალი აქვთ. თუ ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი და გუნდები გვსურს, ახალი სტადიონების შენებას ხელი უნდა შევუწყოთ.“