Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ ლივერპულთან სხვაობა აშკარა იყო…“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ლივერპულთან როსონერის მატჩი შეაფასა.

„მილანის მიმართ გამოთქმული ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე ეს ლამაზი მილანი ვერ ვნახე.

„ჩემი აზრით, ლივერპული 70-75 წუთის განმავლობაში დომინირებდა და მილანს დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებდა.

„ვფიქრობ, რომ ლივერპულმა გამარჯვება დაიმსახურა და გუნდებს შორის ჯერ კიდევ ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ მილანმა მუშაობა და პროგრესირება უნდა გააგრძელოს, რადგან გუნსდ ამის პოტენციალი აშკარად აქვს.“