Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოუტინიოს აგენტი ფეხბურთელის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

ბოლო პერიოდში იტალიურ და ესპანურ მედიაში ბარსელონას ვარსკვლავის, ფელიპე კოუტინიოს იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ბევრი დაიწერა.

ფეხბურთელის აგენტმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

„მე არც იუვენტუსის და არც სხვა რომელიმე გუნდის მხრიდან ინტერესის შესახებ არაფერი ვიცი, ეს მედიის გამოგონილი მორიგი ჭორია. კოუტინიო ბარსელონაში ბედნიერია და გუნდიდან წასვლას არ გეგმავს.“