Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულუშევსკიმ რონალდუსა და იბრას შორის სხვაობაზე ისაუბრა

შვედეთის და იუვენტუსის შემტევმა დეიან კულუშევსკიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„ისინი ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები და პერსონები არიან, მაგრამ მათ გარკვეული გარკვეული მსგავსებები მაინც აქვთ. ორივე მათგანი შესანიშნავი ლიდერი, მათ თანაგუნდელებთან საუბარი და ხუმრობა უყვართ. მე ორივე მათგანი მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ მათ გვერდით თამაშის სიამოვნება მხვდა წილად.

„მე როგორც რონალდუს, ასევე იბრას ყურადღებით ვაკვირდები და ვცდილობ, რომ მათგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. იბრასთან ერთად ნაკრებში თამაშზე პატარაობიდან ვოცნებობდი და ღმერთის წყალობით ამის გაკეთება მოვახერხე.“