Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულუშევსკის მსურველი ესპანეთშიც გამოუჩნდა

ესპანური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსის ვინგერის დეიან კულუშევსკის გაფორმების სურვილი სევილიამაც გამოთქვა.

კულუშევსკი იუვენტუსში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ გუნდში მნიშვნელოვან წევრად აღარ ითვლება და იტალიური მედიის მტკიცებით, ტურინელებს მისი გაყიდვა და მიღებული თანხით დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმება სურთ.

გამოცემა Elgoldigital-ის მტკიცებით, სევილიამ იუვენტუსისგან ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. ტურინელები მის სანაცვლოდ 35 მილიონის გამომუშავება სურთ.