Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულუშევსკი:“ იმედი მაქვს, ზლატანს პრობლემებს შევუქმნით“

იუვენტუსის შემტევმა დეიან კულუშევსკიმ მილანთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი თანამემამულე იბრაჰიმოვიჩი ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს.

იუვენტუსი საკუთარ არენაზე მილანს ხვალ მიიღებს და ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი იქნება.

„ჩვენ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. ამისთვის მთელი კვირა გვქონდა და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ჩვენ მშვიდად ვართ და შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით.

„იბრა ? მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის ხვალ ჩვენს წინააღმდეგ ისე ვერ ითამაშებს, როგორც მას რეალურად შეუძლია.

„ჩემი პირველი სეზონი იუვეში ? მე ვიცოდი, რომ პირველი სეზონი რთული იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ეს სახალისო არ იქნებოდა, მე არანაირი სინანული არ მაქვს.

„მე სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია თამაში და ზოგ შეხვედრაში სასურველ დონეზე ვერ ვითამაშე, მაგრამ გამარჯვების წყურვილი და შიმშილი ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო.“