Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ ის ინტერში ძალიან ბედნიერია“

ლაუტარო მარტინესის აგენტმა, ბეტო იაკემ არგენტინულ გამოცემა Ole-სთან ფეხბურთის მომავალზე ისაუბრა.

„გადავა თუ არა ლაუტარო ბარსელონაში ? ახლა ის ინტერის ფეხბურთელია და თავს კარგად გრძნობს. ყველასთვის ნათელია, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ფეხბურთს მიეჩვიოს.

„მან ინტერში მისვლისთანავე ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი და გოლის გატანას თითქმის ყოველთვის ახერხებს. იმ თამაშის გათვალისწინებით, რასაც ის აჩვენებს, სხვა გუნდების ინტერესი მის მიმართ გასაკვირი არ არის, თუმცა მას ინტერთან კიდევ 3 წელი აკავშირებს და ლაუტარო ნერაძურიში ბედნიერია.“