Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს შემდეგ, ინტერი ბარელას კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ინფორამციით, ლაუტარო მარტინესის შემდეგ ინტერი კონტრაქტის გახანგრძლივებას გუნდის კიდევ ერთ ლიდერთან – ნიკოლო ბარელასთან გეგმავს.

Sky Sport-ის ცნობით, ბარელა ინტერთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, სურვილის შემთხვევაში კი მისი გახანგრძლივება კიდევ 1 სეზონით იქნება შესაძლებელი.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ბარელას წლიური გასამრჯელო 5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გაკრვეული ბონუსები დაემატება.