Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტარო:“ კონტემ ძალიან ბევრი რამ მასწავლა“

ლაუტარო მარტინესმა, რომელმაც სპეციას კარში გოლის გატანა მოახერხა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მოედანზე გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან მწვრთნელი ითხოვდა და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მეტოქე ზონებს კარგად კეტავდა, თუმცა ჩვენ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და მეტის გატანა შეგვეძლო.

„11-მეტრიანი ? მე ასეთ დროს მშვიდად ვარ, რაც დიდწილად ანტონიო კონტეს დამსახურებაა. მისი წყალობით მე ძალიან განვითარდი და ახლა შემიძლია, რომ ინტერს უფრო მეტი მივცე, რის გამოც ანტონიოს მადლობას ვუხდი.

„რომას მომდევნო ტურში ჩვენს წინააღმდეგ აბრაჰამი არ ეყოლება ? ის რომასთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ჯალოროსის სხვა უამრავი შესანიშნავი მოთამაშე ჰყავს, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა დავისვენოთ და ამ მატჩისთვის მოვემზადოთ.“