Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ ინტერს კორეას ფასი შეუთვალა

ბოლო საათებში ინტერიდან ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესაებ ცნობები არ წყდება და რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ნერაძურიმ მისი პოტენციური შემცვლელების ძებნა უკვე დაიწყო.

ინტერი და ლაუტარო ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ბენეამატა შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მის გაყიდვას გეგმავს და ელ ტოროს ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბეპე მაროტას გუნდში ფიორენტინას 21 წლის შემტევის დუშან ვლაჰოვიჩის ხილვა სურს, მაგრამ ფინანსური სირთულეებიდან და სიმონე ინძაგის სურვილიდან გამომდინარე პრიორიტეტულ სამიზნედ ლაციოს ხოაკინ კორეა მოიაზრება.

წყაროს ცნობით, კლაუდიო ლოტიტო მზად არის 27 წლის არგენტინელი შემტევი 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.