Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ ძაკანის ტრანსფერი შეათნხმა

აინტრახტთან ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე ჩიხში შესული მოლაპარაკებების შემდეგ, ლაციო მის ალტერნატიულ ვარიანტზე მატია ძაკანიზე გადაერთო და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვერონასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია კიდეც.

წყაროს ინფორმაციით, ძაკანი არწივებს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც მომავალში ბონუსის სახით 2 მილიონი დაემატება.

ლაციო ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებს და მას რომში უახლოეს საათებში ელოდებიან.