Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს განაცხადში ჩემპიონთა ლიგაზე ცვლილებებია

ლაციომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ლუის ფელიპე და ჯავან ანდერსონი ამოაგდო და მათ მაგივრად მატეო მუსაკო და სენად ლულიჩი ჩაამატა.

ლუის ფელიპეს კოჭის ტრავმა აქვს და მისი მოედანზე დაბრუნება უახლოეს თვეებში ვერ მოხერხდება, ანდერსონი კი ინძაგის გეგმებში აღარ შედის.

ფელიპეს შემცვლელად ლაციომ მილანიდან მუსაკო გაიფორმა, რომელიც გუნდს მილანიდან შეუერთდა, ლულიჩი კი თითქმის ერთ-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ უეფას სიაში ბრუნდება.