Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო – ატალანტას მატჩი შესაძლოა გადაიდოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო – ატალანტას მატჩი შესაძლო კორონა ვირუსის გამო გაუკრვეველი დროით გადაიდოს.

Calciomercato-ს ცნობით, ატალანტა რომში გუშინ უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფეხბურთელს კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდათ, ბერგამოელებმა ფრენა გადადეს და ფეხბურთელებს განმეორებითი ტესტები ჩაუტარეს, რომელთა პასუხიც რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს ახალი პროტოკოლსი მიხედვით, თუ გუნდში კორონა ვირუსის დადასტურებული 9 შემთხვევა დადასტურა, მათი მომდევნო მატჩი ავტომატურად გადაიდება.