Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და ლუის ფელიპე შეთანხმებასთან ახლოს არიან

ლაციო ბრაზილიელ ცენტრალურ მცველთან ლუის ფელიპესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და იტალიური წყაროების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან

24 წლის ფეხბურთელს არწივებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და გასაკვირი არ არის, რომ ბიანკოჩელესტის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მხარეები ბონუსების თაობაზე ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ფელიპე რომაულ გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო კი ბონუსებთან ერთად 2.5 მილიონამდე გაიზრდება.