Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო – დორტმუნდი პრევიუ

ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთი გამორჩეული სეზონით გვიბრუნდება და დღის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა რომში, ლაციოსა და დორტმუნდს შორის გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება და მატჩს კლემენ ტურპინი განსჯის.

ლაციო ჩემპიონტა ლიგაზე 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად იასპარეზებს, დორტმუნდი კი ბოლო 5 სეზონია ლიგის საგზურის მოპოვებას ახერხებს.

ლაციომ გასული სეზონი მაღალ ნოტაზე დაასრულა, სერია ა-ში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონ იუვენტუსს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩა, თუმცა მიმდინარე სეზონში ლაციალესთვის ყველაფერი არც თუ ისე კარგად დაიწყო.

ბიანკოჩელესტი ამჟამად სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე იმყოფება და 4 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულის მოგროვება მოახერხა, ბოლო ტურში კი კლაუდიო რანიერის სამპდორიასთან 3 – 0 განადგურდა.

გასულ სეზონში ჩირო იმობილემ 36 გოლის გატანა მოახერხა და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ, ეს უპრესთიჟულესი ჯილდო მხოლოდ ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს და ლუის სუარესს ჰქონდათ მოგებული.

მიმდინარე სეზონში კი ჩირო ისეთი პროდუქტიული ვეღარ არის. იტალიელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, გასული ტური კი წითელი ბარათის გამო გამოტოვა და დღეს ის მოედანზე მოტივირებული იქნება.

30 წლის ფეხბურთელი დორტმუნდში 2014-15 წლებში გამოდიოდა და 24 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.

ინძაგის გუნდს ფონს გასვლა კაპიტნის გარეშე მოუწევს. ლულიჩს მუხლი კვლავ აწუხებს. მის გარდა, ლაციოს არც ანდრეას პერეირა, სილვიო პროტო და სტეფან რადუ ეყოლებათ.

პრობლემების გარეშე არც დორტმუნდია. გერმანელებს მარსელ შმელცერი, ნიკო შულცი, დენ-აქსელ ზაგადუ, ტროგან აზარი, ლუკას პიშჩეკი დააკლდებათ.

ლაციოს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები:
შტრაკოშა, პატრიჩი, აკერბი, ჰოედტი, პაროლო, ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ალბერტო, იმობილე, კორეა.

დორტმუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები:
ბურკი, ჩანი, ჰუმელსი, აკანჯი, მუნიერი, ბელინგჰემი, ვიტსელი, გურეირო, სანჩო, რუისი, ჰაალანდი.