Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო კასალეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

იტალიური მედიის ცნობით, ვერონასა და ლაციოს შორის ნიკოლა კასალეს თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

დაცვის ცენტრალური ზონა გასულ სეზონში ლაციოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემური ზონა იყო, რომლის მოგვარებაზეც ბიანკოჩელესტის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს.

Calciomercato-ს ცნობით, ლაციო იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ვერონას 10 მილიონს სთავაზობს, მოთხოვნილი თანხა კი 15 მილიონია და სავარაუდოდ მხარეები შეთანხმებას 12-13 მილიონზე მიაღწევენ.