Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ჩელსის კიპერის იჯარით დამატებას ცდილობს

ბრიტანული მედიის ინფორამციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩელსი კეპა არიზაბალაგას გაშვებას გეგმავს და მისი იჯარით გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი ლაციო გახლავთ.

კეპა უკვე დიდი ხანია ჩელსის გეგმებში არ შედის, ლაციოს კი ტომას სტრაკოშას შემცვლელის ძიებაშია, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შრის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლაციო კეპას სეზონის ბოლომდე იჯარით დამატებას გეგმავს, მისი შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.