Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაოს მილანში დარჩენა უნდა,თუმცა…

მიუხედავად იმისა,რომ პანდემიის შემდეგ რაფაელ ლეაომ მილანის მაისურით 3 გოლის გატანა მოახერხა,მისი მომავალი გუნდში ბურუსით არის მოცული.

ლეაო იმ ფეხბურთელთა შორის არის,რომლებმაც მილანში ფეხბურთის განახლების შემდეგ საოცარი ფორმა აკრიფეს.

მას შემდეგ,რაც ლეაო ლილიდან მილანში გადავიდა,ის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებდა.ტრანსფერების ექსპერტის ნიკოლო შირას მტკიცებით,ფეხბურთელს მილანში დარჩენა უნდა,თუმცა საბოლოო სიტყვა რალფ რანგნიკს ეკუთვნის.

მისი სურვილის მიუხედავად,ლეაოს აგენტი მოლაპარაკებებს ვულვზთან,იუვენტუსთან და მადრიდის ატლეტიკოსთან უკვე აწარმოებს და თუ მილანმა მისი გაშვება გადაწყვიტა, ფეხბურთელს მსურველების ნაკლებობა ნამდვილად არ ექნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *