Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპულის წინადადება მილანს ბენასერის სანაცვლოდ…

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, ლივერპული მილანის ნახევარმცველის ისმაელ ბენასერის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს და იტალიელებს პირველ წინადადებას უმზადებს.

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, წითლები მზად არიან ალჟირელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაზეც როსონერი დიდი ალბათობით უარს იტყვის.

მილანს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს და ლივერპული მის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ თანხას – 50 მილიონ ევროს გადაიხდის.