Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ იტალიის თამაშის ყურება სიამოვნებას მანიჭებს“

მარჩელო ლიპის თქმით, იტალიის ნაკრები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ის აძურისგან ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს ელოდება.

„გუნდი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით კი ის სულისკვეთება, რომელიც რობერტო მანჩინიმ აძურის შესძინა.

„მომწონს მისი ქცევა მატჩების დროს და არ დაგიმალავთ, ევროპის ჩემპიონატზე იტალიისგან პოზიტიურ შედეგებს ველოდები.

„იტალიის თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა, ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩებშიც კი მათ ბრძოლის და გამარჯვების სურვილი ეტყობათ.

„ჰგავს თუ არა ეს ნაკრები იტალიის 2006 წლის გუნდს ? არა, გუნდებს შორის სხვაობა დიდია, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. მანჩინი უკვე 3 წელია ამტკიცებს, რომ მას ამბიციური და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.“