Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ ინტერიდან წასვლას სერიოზულად განიხილავს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს ინტერიდან წასვლის შემდეგ, რომელუ ლუკაკუს ბენეამატაში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მისი დამატებით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჩელსი ინტერესდება.

ბელგიელმა ფორვარდმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი ინტერში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ანტონიო კონტე იყო და The Guardian-ის ინფორმაციით, ის სიმონე ინძაგის გუნდში მისვლას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.

ლუკაკუს ტრანსფერით არაერთი ინგლისური გრანდი ინტერესდება და იქიდან გამომდინარე, რომ ნერაძურის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 100 მილიონის გამომუშავება სურს, ბელგიელი ფორვარდის გაყიდვა გამორიცხული არ არის.

ინტერი ლუკაკუს 120 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ჩელსი სწორედ იმ გუნდებს შორის არის, რომელსაც პანდემიის მიუხედავად ამ თანხის გადახდა შეუძლია.