Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ კონტემ სხვა დონეზე ამიყვანა“

რომელუ ლუკაკუმ მანჩესტერში თამაშის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ანტონიო კონტემ მისი თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

„ერთი წლის წინ, როდესაც მე ინგლისში ვიყავი, ძალიან ვზარმაცობდი და ბევრი რამის გაკეთება არ მსურდა, ინტერში კი მე ყველაზე შრომისმოყვარეს მეძახიან.

„ჩემს თამაშს თუ დააკვირდებით, განსხვავება ძალიან თვალშისაცემია, თუმცა ჩემი აზრით მე განვითარება კიდევ შემიძლია.

„ინგლისში ჩემი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება არ მქონდა, ახლა კი ჩემი სრული პერსონის, სრული პოტენციალის ნახვა შეგიძლიათ.

„მანჩესტერში ნელ ფეხბურთელს მეძახდნენ და მე ეს ყოველთვის მიკვირდა. მე, ნელი ? იქ ძალიან ბევრი ისეთი რამ იწერებოდა, რაც სიმართლე არ არის და ამას ინტერში თამაშის დროს ვამტკიცებ.

„ჩემს კარგ თამაშში ყველაზე დიდი წვლილი ანტონიო კონტეს მიუძღვის, რადგან მან სულ სხვა დონეზე ამიყვანა.

„მანჩესტერში ყოფნის დროს, ინგლისელები ცალკე იდგნენ, ფრანგები ცალკე და ასე შემდეგ… ინტერში კი ჩვენ ყველა ერთად ვართ, ერთი ოჯახი ვართ, თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და აქ ყველა იტალიურად საუბრობს, რაც ძალიან კარგია. ყველას შეუძლია, რომ ერთმანეთთან უპრობლემოდ ისაუბროს.

„ემოციური კონტე ? ის შენ მთელი სტადიონის თვალწინ გეჩხუბება, თუ საჭირო პოზიციაზე არ დგახარ, თუმცა ეს ჩემთვის არაფერია. მე მინდა, რომ განვითარდე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. აქ იმიტომ არ ვარ, რომ ემოციური ვიყო და სწორ შენიშვნაზე ცუდი რეაქცია მქონდეს.“