Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკსიმოვიჩს კორონა ვირუსი აქვს

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიკოლა მაკსიმოვიჩს კორონა ვირუსი აქვს და 29 წლის ფეხბურთელი უახლოეს მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება.

სერბ უკანახაზელს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და იზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის.

ჯენარო გატუზოსთვის ეს ორმაგად ცუდი სიახლეა, რადგან გუშინ ცნობილი გახდა, რომ კუნთის ტრავმის გამო გუნდს კალიდუ კულიბალიც ვერ დაეხმარება, რომლისთვისაც დიდი ალბათობით სეზონი დასრულდა.

ნაპოლი სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს და იუვენტუსს, მილანს და ატალანტას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.