Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინიმ ბარსელონას წინადადებით მიმართა

PianetaMilan-ის ინფორმაციით, მილანმა ბარსელონას 21 წლის ნახევარმცველის, რიკი პუიგის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო შესთავაზა.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდიანრე სეზონში მოედანზე მხოლოდ 77 წუთი გაატარა და ის კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის.

კუმანმა ფეხბურთელი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა, რაც მისი გუნდიდან წასვლის შანსებს უფრო ზრდის და როსონერი მზად არის, იანვარში მის ტრანსფერზე იმუშაოს.

წყაროს ინფორმაციით, მილანი ბარსელონას 18-თვიან იჯარას სთავაზობს, შემდგომში 13 მილიონად ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებით.