Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინიმ რომანიოლი-კესის კონტრაქტზე და ზამთრის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ Sky Sport-თან საინტერესო თემები განიხილა.

„სასუოლოსთან მატჩი ? მეტოქემ ჩვენზე კარგად ითამაშა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ ამ მარცხის გამო არანაირი თავის გასამართლებელი საბუთი არ გვაქვს, თუმცა მომდევნო ტურში ჩვენ გამარჯვების გზაზე დაბრუნების საშუალება გვექნება.

„კიაერი ? ის ნამდვილი ლიდერია, რომელიც ყოველთვის მზად არის გუნდს დახმარების ხელი გაუწოდოს. მან Ballon d’Or-ის ნომინანტთა სიაში ყოფნა დაიმსახურა.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ გვწამს, რომ მილანს ძლიერი გუნდი ჰყავს, ამიტომ ზამთარში რაიმე სახის სერიოზული ტრანსფერი არ იგეგმება.

„რომანიოლისა და კესის კონტრაქტები ? წინ ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმედი ჯერ კიდევ გვაქვს.

„შევჩენკო ? მას უყვარს მწვრთნელობა და ის სირთულეები, რაც ამ პროფესიას ახლავს თან. შევა ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც ყოველთვის ვქომაგობდი, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში ზოგჯერ მეგობრობა გვერდზე უნდა გადადო და რა თქმა უნდა, ჯენოასთან ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ.“