Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ერთა ლიგის ფინალში თამაში გვსურს“

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებზე და სკუადრა აძურას მიზნებზე ისაუბრა.

იტალია 4 სექტემბერს ბოსნიას ფლორენციაში დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს კი ნიდერლანდში გაემგზავრება.

„ძალიან მიხარია, რომ მუშაობას დავუბრუნდი და ნაკრების გამოძახების საშუალება მოგვეცა.

„ბოსნიასთან ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება. მახსოვს, ტურინში თამაშის დროს ისინი ერთი პერიოდი გვიგებდნენ კიდეც, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ნიდერლანდელებზე მ ხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ.“

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მანჩინის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა რამდენიმე გუნდს სურდა, მათ შორის იუვენტუსს, ინტერს და რომას.

„მე არც ერთი გუნდისგან ზარი არ მიმიღია. ნაკრებში მუშაობა ორი წლის წინ დავიწყე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მსურს, რომ ჩემმა ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენოს და ერთა ლიგის ფინალს მიაღწიოს.

„ამჯერად იმაზე მეტი ფეხბურთელი გამოვიძახე, ვიდრე ამას ვაკეთებ ხოლმე, რადგან პანდემიის გამო ბევრი მათგანის კონდიციები არ ვიცი.

„დარწმუნებული ვარ, ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად ჩვეულზე მეტი ყურადღების გამახვილება მოგვიწევს, თუმცა ეს პრობლემა თითოეულ ნაკრებს შეეხება.

„ასეა თუ ისე, ძალიან კარგი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია და ჩვენ გამორჩეული სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ. სამწუხაროა, რომ უახლოეს შეხვედრებში ვერატი ვერ დაგვეხმარება, თუმცა საბედნიეროდ ხვალ ჟორჟინიო შემოგვიერთდება.

„შეტევაში უამრავი კარგი ვარიანტი გვაქვს, ჩირო იმობილე, ანდრეა ბელოტი, კაპუტო, ლაზანია, მოიზე კინი… მე მსურს, რომ შანსი ყველამ მიიღოს, თუმცა ახლა ძირითადი შემადგენლობის შესახებ ვერ ვისაუბრებ, ჯერ ფეხბურთელების კონდიციებს უნდა შევხედოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *