Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი რეკორდს უახლოვდება

რობერტო მანჩინის იტალიამ გუშინ ბულგარეთ დაამარცხა და მას 24-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 1930-იან წლებში ვიტორიო პოცოს დამყარებულ 30-მატჩიან რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

მანჩინიმ 24 შეხვედრიდან 19-ს მოგება მოახერხა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

თუ იტალიელი სპეციალისტი ოთხშაბათს ლიტვის წინააღმდეგ მარცხს თავიდან აიცილებს, ის მარჩელო ლიპის რეკორდს გაუთანაბრდება, რომელიც 2004-2006 წლებში დამყარდა და საბოლოოდ აძურიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მანჩინის იტალიამ 24 მატჩში კარის მშრალად შენახვა 17-ჯერ მოახერხა და ბოლო 14 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.