Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ რომამ ქომაგებს ბოდიში უნდა მოუხადოს“

ჯანლუკა მანჩინიმ აღიარა, რომ მანჩესტერთან მარცხმა სამპდორიასთან მატჩზე გავლენა მოახდინა და რომამ გუნდის ქომაგებს ბოდიში უდნა მოუხადოს.

„უდავოა, რომ ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს. მანჩესტერში განცდილმა უმძიმესმა მარცხმა ჩვენზე ცუდად იმოქმედა და შსაბამისი რეაგირება ვერ მოვახდინეთ.

„უნდა ვაღიაროთ, რომ სამპდორიასთან მატჩში მარცხი დავიმსახურეთ და ამის გამო ჩვენს ქომაგებს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის გვერდში გვიდგანან, ბოდიში უნდა მოვუხადოთ.

„როდესაც ამდენი უმნიშნელოვანესი ფეხბურთელი ტრავმების გამო გაკლია, ისეთ რთულ ჩემპიონატში, როგორიც სერია ა არის, შედეგებზე აუცილებლად აისახება. ჩვენ ის პოზიცია, რომელიც ახლა გვიკავია დავიმსახურეთ და თავის გამართლება არ უნდა დავიწყოთ, არამედ მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვასწოროთ მომავალში ის.“