Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ჩვენ უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ“

ბულგარეთთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 1 – 1 დასრულდა, აძურის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ საკმარისად კლინიკურები არ ვიყავით. დღეს ერთ-ერთი იმ თამაშთაგანი იყო, რომელშიც კიდევ 1 ტაიმი რომ გვეთამაშა ალბათ გოლს ვერ გავიტანდით.

„დღეს იტალიის ნაკრები მოედანზე მოსაგებად გავიდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ შექმნილი შანსები კარგად ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ.

„ჩვენ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“

იტალია C ჯგუფის ლიდერია. აძურის 4 მატჩის შემდეგ 10 ქულა მოუგროვდათ და კვირას ჯგუფის მე-2 ადგილოსან შვეიცარიას ბაზელში დაუპირისპირდება.