Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჯუკიჩი ატალანტას წინააღმდეგ ძირითადში იქნება ?

იტალიური მედიის ცნობით, სტეფანო პიოლი სეზონის გადამწყვეტ მატჩში ატალანტას წინააღმდეგ მარიო მანჯუკიჩის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას სერიოზულად განიხილავს.

ხორვატი ფეხბურთელი როსონერის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა და გუნდის ლეგენდარული 9-ნომრიანი მაისური აირჩია, თუმცა ინძაგის წასვლიდან დაწყებული ‘წყევლა’ მანჯუკიჩზეც გავრცელდა. ვეტერანმა ფორვარდმა ტრავმების გამო როსონერის მაისურით სულ 276 წუთი ითამაშა და ვერც გოლით და ვერც ასისტით თავი ვერ გამოიჩინა.

Corriere della Sera-ს ცნობით, მილანი მანჯუკიჩს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს და ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, თუმცა სტეფანო პიოლი ხორვატ ფეხბურთელს უმნიშვნელოვანეს მატჩში თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს…