Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარიო მანჯუკიჩი სამწვრთნელო გზას დაადგა

იუვენტუსის და მილანის ყოფილი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი სამწვრთნელო კარიერას შეუდგა.

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 35 წლის მანჯუკიჩი ნაკრებში ზლატკო დალიჩის ასისტენტი იქნება.

მანჯუკიჩს ხორვატიის ნაკრებში 89 მატჩი აქვს გამართული და გოლის გატანა 33-ჯერ მოახერხა. მან იუვენტუსის რიგებში 162 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.