Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენიო მილანის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ბრუნდება

როგორც სტეფანო პიოლიმ დააანონსა (იხილეთ აქ), მილანის კარის დარაჯი მაიკ მენიო გუნდს მომდევნო ტურში, სასუოლოს წინააღმდეგ უბრუნდება, რასაც რამდენიმე კვირის წინ ცოტა თუ წარმოიდგენდა.

მენიო, რომელმაც მაჯაზე ოპერაცია 13 ოქტომბერს გაიკეთა, წესით მოედანს მომდევნო წლის შუა რიცხვებში უნდა დაბუნრბოდა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა შესანიშნავად იმუშავა და იმაზე გაცილებით ადრე მოახერხა გამოჯანმრთელება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

მენიოს ტრავმის გამო, მილანმა ვეტეარნი კიპერი ანტონიო მირანტე გაიფორმა და ჩემპიონთა ლიგის გაფართოებულ განაცხადში სწორედ ის შეიყვანა, თუმცა მილანს ამის შეცვლა მოუწევს და მენიო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, რომელშიც მილანის პლეი-ოფში გასვლა-არგასვლის საკითხი გადაწყდება, მაიკი როსონერის განაცხადში იქნება და ის სწორედ მირანტეს ჩაანაცვლებს.