Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესის ბარსადან წასვლა სურს?

ერთ-ერთი კატალონიური რადიოს, RAC  1-ის მტკიცებით, ლეო მესიმ ბარსელონას ახალ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს განუცხადა, რომ ის თავის მომავალს ბარსელონაში ვეღარ ხედავს.

მესის, კუმანის და გუნდის ხელმძღვანელებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში იგეგმება და სავარაუდოთ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის მომავალი სწორედ იმ შეხვედრაზე გადაწყდება.

ინტერი შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ ლეო გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, მის გაფორმებას აუცილებლად შეეცდება, თუმცა ნერაძურის მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს ბარიერების გადალახვა მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *