Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის დაუმარცხებელი სერია დასრულდა

მილანმა ფლორენციაში ურთულეს დაპირისპირებაში ფიორენტინას ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა, 4-3 წააგო და სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

როსონერი ბოლოს 26 აპრილს, ლაციოს წინააღმდეგ დამარცხდა და ის ფიორენტინასთან მატჩამდე ტოპ 5 ლიგაში ნაპოლისთან ერთად ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო.

ნაპოლი თავის მატჩს ხვალ ინტერთან გამართავს და ქულის მოპოვების შემთხვევაში, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდება.