Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მატჩს როსონერის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე დაესწრო

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ სან სიროზე მატჩს მილანსა და ნაპოლის შორის როსონერის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ბეკირ ომერაგიჩი დაესწრო.

19 წლის ციურიხის ცენტრალურ მცველს, რომელსაც მილანი კიაერის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, მიმდიანრე კონტრაქტი გუნდთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მას შვეიცარიელები 10 მილიონ ევროდ აფასებენ.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი სან სიროზე თავის აგენტებთან და მილანის ყოფილ ფეხბურთელთან კრისტიან ძაკარდოსთან ერთად იმყოფებოდა.