Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის პრეზიდენტი:“ ინტერს და მილანს ევროპის უდიდეს გუნდებთან ჩამორჩენის შესამცირებლად ახალი სტადიონი სჭირდებათ“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ლობარდიული გრანდებისთვის ახალი სტადიონის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის ქონა როგორც მილანური, ასევე მთელი იტალიის გუნდებისთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ, სერია ა-ს თითოეულმა წარმომადგენელმა, უნდა ვიზრუნოთ, რომ სხვა ჩემპიონატებთან, განსაკუთრებით კი პრემიერ ლიგასთან ჩამორჩენა შევამციოთ. ინგლისში თითოეულ გუნდს ახალი, თანამედროვე სტადიონი აქვს, რაც მათ შემოსავლებს საგრძნობლად ზრდის და თუ ჩვენ იგივე არ გავაკეთეთ, მათთან კონკურენცია უმაღლეს დონეზე უბრალოდ შეუძლებელი იქნება.“