Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის პრეზიდენტი იტალიის თასის განრიგით უკმაყოფილოა

როსონერის პრეზიდენტი,პაოლო სკარონი,იტალიის თასის თამაშების თარიღებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს.

პრემიერ-მინისტრისა და სპორტის მინისტრის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა,რომ სერია ა-ს სეზონი 20 ივნისს,ხოლო იტალიის თასი 13 ივნისს განახლდება.

იტალიის სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით,იტალიის თასის თამაშები 3 დღეში ერთხელ უნდა გაიმართოს და 17 ივნისს ფინალი უნდა შედგეს.

იტალიის პრეზიდენტმა ფეხბურთის დაბრუნება დადებითად შეაფასა,თუმცა აღნიშნული თარიღების სისწორეში ეჭვი შეიტანა.

„გვესმის,რომ გაცდენილი თვეების შემდეგ,გულშემატკივრებს ხარისხიანი ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ,თუმცა როგორც სპორტული დირექტორი,ასეთი მნიშვნელოვანი თასის გათამაშებას,როგორიც იტალიის თასია,ასეთ მოკლე დროში ნამხვილად ვერ დავეთანხმები.ფეხბურთელებს სამი თვეა არ უთამაშიათ და სამ დღეში ორი თამაშის გამართვა მათთვის სახიფათო იქნება.“