მილანის სამიზნემ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა
მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს პოტენციური შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ბოლო კვირეებში როსონერის არაერთი ფეხბურთელის სახელი დაუკავშირეს, ბოლო დღეებში კი მათ შორის აიაქსის კაპიტანი დუშან ტადიჩი გამოირჩეოდა.
იტალიურ მედიაში ისიც კი იწერებოდა, რომ მილანმა ტადიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, მაგრამ როგორც ჩანს ეს მედიის კიდევ ერთი მოგონილი ჭორი გამოჩნდა, რადგან აიაქსიდან წასვლა თავად ფეხბურთელმა გამორიცხა.
„აიაქსი ჩემი ოცნების გუნდი იყო და არც ახლა შეცვლილა რამე. მე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც შესანიშნავ დროს ვატარებ და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა წავიდე.“