Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ხელმძღვანელობას შეტევის გაძლიერება გაბრიელ ჟესუსით სურს…

მილანი სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობს, გუნდის ხელმძღვანელობა კი მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს და პოტენციური სატრანსფერო სამიზნეების სიის შედგენას უკვე დიდი ხანია შეუდგა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჟირუსა და იბრას ასაკიდან გამომდინარე, მილანის ერთ-ერთი პრიორიტეტი შეტევის გაძლიერება იქნება და ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობის პრიორიტეტული არჩევანი მანჩესტერ სიტის შემტევი გაბრიელ ჟესუსია.

წყაროს ცნობით, ჟესუსის მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური თუ ესპანური გრანდი იჩენს და ამ მომენტისთვის არსენალი ფავორიტად მოიაზრება, მაგრამ თუ მეთოფეებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხეს, ბრაზილიელი ფორვარდი სხვა ვარიანტების ძებნას შეუდგება და მილანი ეცდება, რომ ფეხბურთელის გადმობირება მოახერხოს…